— -

no words, the best words.

end


any sign we create that does not arise spontaneously in our mind from the discerned truth itself, is not a mystical symbol, no matter what we may call it…..

— RALPH MAXWELL LEWIS, 1904–1987 BEHOLD THE SIGN

სიმბოლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებს მისტიკურ მნიშვნელობას, თუ ის სპონტანურადაა წარმოშობილი. ეს არის ავტონომიური მეხსიერება, სადაც უნივერსალური გონი ვლინდება თავისთავად, მიუხედავად დროისა და სივრცისა და ატარებს მარადიულ მნიშვნელობას. მისი მნიშვნელობის გაგებისთვის 2 გზა არებობს. ერთი, ვფლობდეთ ინფორმაციას თუ რა კონცეფციაზეა საუბარი, მეორე მასზე კონცენტრაციით, ანუ იმ ვიბრაციის აღქმით, რომელიც მხოლოდ სენსორულად, შეგრძნებით შემოდის გონებაში.

ეს არის 7 ნახატი, რომელიც შეიქმნა 7 დღეში.

აზროვნება…


1 moment

მე შეიძლება აბსოლუტურად თვითკმარი ვიყო საკუთარი შემოქმედებით და განცდილი ემოციებით და არ მქონდეს მოთხოვნილება გაზიარების. თუმცა არსებობს კონცეფცია, რომელიც საწინააღმდეგოს მეტყველებს და მართალია, ეს ჩემი განცდილი გარკვეულწილად განპირობებულია იმ ინფორმაციით, რამაც ჩემში ინსპირაცია შემოიტანა, შესაბამისად მე მადლობელი ვარ იმის, რაც ჩემამდე მოვიდა და არ მოვიდოდა იმ შემთხვევაში მის მოაზრეს რომ ჩემსავით ეფიქრა გაზიარების არააუცილებლობის შესახებ. შეიძლება იყოს ასე ან არა, მაგრამ ჩემი განცდილი და გაზიარებული სხვისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს ინსპირაციის წყარო გარკვეული დოზით მაინც. გამოდის რომ ჩვენ შემოქმედი ადამიანები ერთმანეთის წინაშე ვალდებულები ვართ, ჩვენ უნდა ვკვებოთ ერთმანეთი. შემოქმედება უსაზღვროა, ქაოსი უკიდეგანოა, ალტერნატივები უსასრულო. რაც უფრო შორს მივდივართ მით უფრო…


ამ ბოლო დროს ოდნავ განსხვავებული პერსპექტივით შევხედე საკუთარ ნააზრევს. შევეცადე დამენახა რა იდგა ჩემი გულწრფელი საუბრების მიღმა. დავაკვირდი და მივხვდი, რომ ზოგიერთ მსჯელობაში ჩემი გონება საკუთარ თავს უმტკიცებს რაღაც კონცეფციას და ცდილობს გარკვეული შიშების გამართლებას. დაახლოებით ეს იმას გავს - რამე რო გვეშლება და სხვისკენ ვიშვერთ თითს, იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად კარგები ვართ ჩვენ. ერთი კარგი ფრაზაა, აღარ მახსოვს ვინ თქვა, თუ გინდა გაიგო ადამიანი ვინაა და როგორია უნდა მოუსმინო რას ამბობს ის სხვებზეო. ამ პრინციპს თუ ახლა საკუთრად მოვირგებთ, საინტერესოა იმის განხილვა, თუ რას ამბობს ჩემი თავი ჩემს თავზე და მერე ისევ ჩემივე თავი როგორ იაზრებს ამას. ალბათ მნიშვნელოვანია…


6.03.2018

მინდოდა სიზმარს დავლოდებოდი რომ მომეწერა, მაგრამ ჩემი ყოველი დღე ისედაც სიზმარს გავს და რა მნიშვნელობა აქვს რომელს აღვწერ. მითუმეტეს, როცა ხვდები რომ ის მნიშვნელოვანი — რისი გაზიარებაც გინდოდა თანაბრად განიცდება ნამდვილ მძინარე სიზმარშიც და ფხიზელშიც…

არ ვიცი ობიექტური რეალობის ნაწილია თუ ჩემი დროით განზომილებაში განვითარების პროცესის, მაგრამ მგონია რომ დადგა განსაკუთრებული დრო და მომენტი, როცა ადამიანებს გაეხსნათ ისეთი უნარები, რომლებსაც ადრე არ ფლობდნენ. მათი პერსპექტივები, შეხედულებები, ცნობიერების მდგომარეობები შეიცვალა.. ყველასი არა რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრის. ეს ადამიანები ცნობენ ერთმანეთს, ისინი ერთნი არიან, ერთი დიდი სიცოცხლის მასიდან მაგრამ ისინი თანაბრად იყოფენ არსებობას, ამაზე არ დაობენ, პირიქით უხარიათ და სიყვარულით ივსებიან…


14.აპრილი.2020

მოკლედ სანამ იქამდე მივედი რომ რეალურად გამეხსნა ფაილი და დამეწყო წერა მრავალმა ემოციამ, ფიქრმა და მოვლენამ ჩაიარა და ის მომენტი როდესაც გადავწყვიტე რომ დღიური ამემუშავებინა კარგა ხნის გავლილია. ახლა ვდგავარ დილემის წინაშე: დავწერო ის რასაც ახლა ვგრძნობ თუ დავწერო ის რისი თქმაც წეღან მინდოდა. განვლილ ფიქრებში დაბრუნება რთულია უნდა ქექო და მაინც ვერ გამოქექავ იმდენ ფიქრთან მოგიწევს გამკლავება და ღირს კი ამად?! ტალღის საწინააღმდეგოდ ცურვის მსგავსი შეგრძნებაა, მაშინ როდესაც უბრალოდ შეგიძლია ამ წამს განცდილით ისიამოვნო და მისი რეალიზება მოახდინო. . მოკლედ მიხარია რომ ბოლო ბოლო მოვედი აქამდე და მატერიალურად ვაფიქსირებ იმ ხმამაღალ მაგრამ არ გამოცემულ მყვირალა ფიქრებს, იმ ხმას რომელიც…


5.მარტი.2019

ყოველთვის ბევრი რამის თქმა მინდა ხოლმე. მაგრამ როგორც კი თქმას ვიწყებ ვხვდები რომ ძალიან უბრალოვდება და მერე ვარჩევ საერთოდ არ თქმას. აი ეხლაც ეს უკვე სისუელეა. მაგრამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეიძლება მაშინ როცა უფრო კარგად თქმისთვის ვარ მზად, არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ და არ ვამბობ და პირიქით. გააჩნია იმ მომენტში რომელ მიდგომას ვაღიარებ თეორიულად: “დავაფიქსიროთ ის რაც განვიცადეთ და გავიფიქრეთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია რომ გადმოიცეს”, თუ “ჩვენთვის შევინახოთ ისე ლამაზად და უნიკალურად როგორც ეს ავთენტურად მოგვეწოდა”. ჩვენია ეს შეგრძნება? თუ მოგვეცა ბუნებრივად. თუ ეს ასეა მაშინ აუცილებლად უნდა გადმოვცეთ იმიტომ რომ ეს ჩვენი ვალია, ჩვენი როგორც “შემოქმედი ადამიანების” ან უბრალოდ ადამიანის…


“ჩვენ პოპულარობა არ გვჭირდება, ჩვენ უბრალოდ ჰარმონია გვინდა საკუთარ თავთან” – შესავალი

წარსულით უნდა დავიწყო, აბა რა დაწყებულა თავისთავად, რასაც წარსული არ ჰქონია. მაგრამ აქვე, ეს ისეთი წარსულია რომლის წარსულობაც პრობლემა არაა, იმიტომ რომ იმ მომენტში დროის მიღმა ხდებოდა. :) მოკლედ მივიღე სენსაციური გადაწყვეტილება ბლოგის წარმოების. ვინც კარგად მიცნობს ალბათ მიხვდება რამდენად სენსაციურია ეს ამბავი, რომ მე გავასაჯაროვო შინაგანი განცდები, იმიტომ რომ რამდენადაც დიდი და უსასრულოა იმდენად საზიზღარია თავისი სენსიტიურობით, როგორც ამაზრზენი გადახლეჩილი და სისხლიანი ჭრილობის ყურება, თანაც ძვლები და ხრტილებიც რომ მოჩანს. …

Tamo Nasidze

This is a personal blog about self-reflection and psychoanalytical observations expressed in diaries of all times of my life

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store